რიანას ბიძაშვილი მოკლეს

რიანას ბიძაშვილი მოკლეს
შოუბიზნესი / დეკემბერი 28, 2017

რიანას ბიძაშვილი, 21 წლის ტევონ კეისინ ელეინი ბარბადოსის ერთ-ერთ ქუჩაზე მოკლეს. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. სამართალდამცველები იმ უცნობი მამაკაცის ვინაობის დადგენას ცდილობენ, ვინც ტევონს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

ტრაგედიას რიანაც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ბიძაშვილს ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა ბარბადოსში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. პოლიციის ცნობით, უკანასკნელი 28 დანაშაულიდან, რომელიც კუნძულზე ჩაიდინეს, 22 ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა.

საკვანძო სიტყვები