რიანამ სუპერბოულზე გამოსვლაზე უარი თქვა

რიანამ სუპერბოულზე გამოსვლაზე უარი თქვა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 22, 2018

ბარბადოსელმა ლამაზმანმა, რიანამ სუპერბოულზე გამოსვლაზე უარი თქვა.

ინსაიდერის ინფორმაციით, რირის მართლა ჰქონდა შეთავაზება, ემღერა ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატზე, მაგრამ მან უარი განაცხადა. მიზეზი მარტივია, 30 წლის ვარსკვლავისა და ლიგის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა.

კულუარებში საუბრობენ, რომ მომღერალმა ეს გადაწყვეტილება 2016 წელს მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო.როგორც ჩანს მან მხარი დაუჭირა, სან-ფრანცისკოს კლუბის მოთამაშეს, კოლინ კაპერნიკს, რომელიც მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც ამერიკის ეროვნული ჰიმნის მოსმენისას მუხლზე დაიჩოქა.

სან-ფრანცისკოს ,,49-იანების” ყოფილმა მოთამაშემ პროტესტის მიზეზად ამერიკაში რასობრივი უთანასწორობა და პოლიციის სისასტიკე დაასახელა. იმ სეზონის შემდეგ მას არც-ერთ თამაშში აღარ მიუღია მონაწილეობა, რადგან გუნდები მას კონტრაქტს აღარ სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სუპერბოულის ჰედლაინერი Maroon 5 იქნება, რომელსაც სცენაზე ქარდი ბი და ტრევის სკოტი შეუერთდებიან.