რიანა კვლავ ფორმაშია

რიანა კვლავ ფორმაშია
შოუბიზნესი / აგვისტო 21, 2018

30 წლის მომღერალმა გასულ წელს საგრძნობლად მოიმატა წონაში, რაც მის თაყვანისმცემლებს არ გამოჰპარვიათ, მაგრამ მიუხედავად ზედმეტი კილოგრამებისა პოპ ვარსკვლავი მაინც ირგებდა კაშკაშა ლუქებს და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რიანა ბოიფრენდს, მილიარდელ ხასან ჯამილს დაშორდა, ინსაიდერების ცნობით კი დაშორების ინიციატორი მომღერალი იყო.

რამდენიმე დღის წინ, მომღერალი სამშობლოს ესტუმრა, მეგობრის ქორწილს დაესწრო და გავრცელებული ფოტოებიდან ნათელი გახდა, რომ ბარბადოსელი პრინცესა კვლავ შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია, სადღესასწაულოდ შერჩეულმა ლურჯმა დეკოლტირებულმა და ტანზე მომდგარმა კაბამ კი მისი სხეულის დახვეწილი ფორმები კიდევ უფრო გამოკვეთა.

 

საკვანძო სიტყვები