რიანა ერთდროულად ორ ალბომზე მუშაობს

რიანა ერთდროულად ორ ალბომზე მუშაობს
შოუბიზნესი / ივლისი 26, 2018

ბოლო დროს, რიანამ მუსიკალური კარიერა შეაჩერა და აქტიურად დაკავდა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის პოპულარიცაზიით. თუმცა, ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ერთდროულად ორ ახალ ალბომზე მუშაობს.

ერთი მათგანი ტრადიციულ პოპ-ალბომი იქნება, მეორე დისკს კი მომღერალი რეგის სტილში ჩაწერს. ცნობილია, რომ ამ უკანასკნელი ვერსიისთვის რიანას მზად უკვე 8 სიმღერა აქვს.

ინსაიდერის თქმით, ვარსკვლავი სიახლეზე უკვე წელიწადნახევარია მუშაობს და თაყვანისმცემლებისთვის სიურპრიზის მოწყობას მოულოდნელად აპირებს.

საკვანძო სიტყვები