რიანა და არაბი მილიარდერი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან

რიანა და არაბი მილიარდერი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან
შოუბიზნესი / ივლისი 7, 2017

რამდენიმე დღის წინ, იბიცაზე გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც რიანა და მისი ახალი ბოიფრენდი იყვნენ გამოსახულები, ინტერნეტი ააფეთქა. მალევე გაირკვა, რომ ვარსკვლავის რჩეული არაბი მილიონერი ჰასან ჯამილია. ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ წყვილს ურთიერთობა ახალი დაწყებული არ აქვს და ისინი რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის რჩეული შორს არის შოუ-ბიზნესისგან. ჰასანი კომპანია Abdul Latif Jameel-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს. მისი ქონებრივი მდგომარეობა კი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები