„რემპეიჯმა“ ცუდი სტარტი აჩვენა

„რემპეიჯმა“ ცუდი სტარტი აჩვენა
შოუბიზნესი / აპრილი 16, 2018

ფილმმა „რემპეიჯი“ მოლოდინი ვერ გაამართლა და საკმაოდ ცუდი სტარტი აჩვენა. საპრემიერო უქმეებზე სამშობლოში ფილმმა მხოლოდ 34,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 120 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია. ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ პროექტმა 114 მილიონი მოაგროვა.

მეორე ადგილზე „ჩუმი სახლი“ იმყოფება, რომლის ამ კვირის მოგებამ 32,6 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე პოზიცია კი კიდევ ერთმა დებიუტანტმა, „სიმართლე ან მოქმედება“ დაიკავა, რომლის საპრემიერო უქმეებზე შემოსავალმა მხოლოდ 19 მილიონი შეადგინა, თუმცა 3,5 მილიონიანია ბიუჯეტის მქონე პროექტისთვის ეს არც ისე ცუდ სტარტს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები