რჩევები: სმარტფონით იდეალური ფოტო რომ გადაიღოთ

რჩევები: სმარტფონით იდეალური ფოტო რომ გადაიღოთ
საინტერესო / ივნისი 11, 2018

National Geographic-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი, ჯიმ რიჩარდსონი გვირჩევს: „თუ გინდათ იყოთ საუკეთესო ფოტოგრაფი, იყავით იქ, სადაც საინტერესო ხდება“.

დღესდღეობით, თავისუფლად შეიძლება მართლაც აღმოვჩნდეთ ისეთ ადგილას, სადაც საინტერესო ხდება და ეს ყველაფერი მომენტალურად აღვბეჭდოთ სმარტფონის საშუალებით, რომელიც უპირობოდ თითოეულ ჩვენგანს მუდმივად თან ახლავს.

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, როგორ გადაიღოთ მაქსიმალურად კარგი ფოტო სმარტფონის საშუალებით:

 

გაასწორეთ ჰორიზონტი

არასწორი ჰორიზონტი ყველაზე ლამაზ პეიზაჟსაც კი დააუშნოვებს.

 

გამოიყენეთ HDR რეჟიმი ან გადაიღეთ RAW ფორმატში

პეიზაჟები – საუკეთესო საშუალებაა გამოიყენოთ კამერაში HDR რეჟიმი, რაც განსაკუთრეით მოსახერხებელია დღის შუქზე ან მაღალი განათების მქონე კადრის გადაღებისას.

თუკი საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ, სცადეთ გადაღება RAW ფორმატში, რომლის მხარდაჭერაც სმარტფონებში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

 

შეარჩიეთ სწორი დრო გადაღებისთვის

თუკი თბილი კადრის მიღება გსურთ, გადაიღეთ მზის ამოსვლიდან ერთ საათში ან დაისიდან ერთ საათში.

 

ფრთხილად იყავით მზესთან

ეცადეთ, ობიექტივს ხელით მოუჩრდილოთ მაშინც კი თუ მზე კადრს მიღმაა. ეცადეთ, რომ ის პირდაპირ ობიექტივში არ მოხვდეს.

 

მიეცით გამოსახულებას მასშტაბი

კამერას შეუძლია, შთამბეჭდავი კადრი არც ისე შთამბეჭდავად წარმოაჩინოს: მთები არც ისე მაღალი ჩანს, ტყეები კი არც ისე ჯადოსნური. ამიტომ, დაუმატეთ ფოტოს მასშტაბი და შედეგი გაცილებით მეტად მოგეწონებათ.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები