რას წერენ ტერაქტის შემდეგ ცნობილი ადამიანები „ჩემი გული მუდამ შენთან არის”

რას წერენ ტერაქტის შემდეგ ცნობილი ადამიანები „ჩემი გული მუდამ შენთან არის”
შოუბიზნესი / ნოემბერი 1, 2017

გუშინ, 31 ოქტომბერს ნიუ იორკში, მანჰეტენის რაიონში ტერაქტი მოხდა. შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი და ათზე მეტი დაიჭრა. ბოროტმოქმედი სატვირთო ავტომობილით ველობილიკზე შეიჭრა და რამდენიმე კვარტალი იარა. მან შეგნებულად გაიტანა ველოსიპედისტები და ქვეითები. როგორც პრესაში წერენ, დანაშაული 29 წლის უზბეკმა, საიფულო საიპოვმა ჩაიდინა, ის დაკავებულია და პოლიციელის მიერ მუცელში მიყენებული ჭრილობის გამო საავადმყოფოში იმყოფება. მამაკაცმა, რომელმაც ადამიანები გაიტანა, სატვირთოში დატოვა წერილი, სადაც წერია, რომ ტერორისტული აქტი ისლამური სახელმწიფოს სახელით ჩაიდინა.

ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები, ასევე ჩვეულებრივი ადამიანები ემოციებს ვერ იკავებენ. ისინი თავიანთ მოსაზრებებს გამოხატავენ და დაღუპულებისა და დაჭრილების მიმართ მწუხარებას გამოხატავენ.

დონალდ ტრამპი

როგორც ჩანს, ნიუ იორკში კიდევ ერთი ავადმყოფი ადამიანის მიერ განხორციელდა შეტევა. სამართალდამცავები გამოძიებას გულისყურით წარმართავენ.

მელანია ტრამპი

დღეს ჩემი გული ნიუ იორკისთვის იხლიჩება. ვილოცოთ, სანამ სიტუაცია გაირკვევა.

ტეილორ სვიფტი

მიყვარხარ ნიუ იორკო.

ბარაკ ობამა

მე და მიშელი დღევანდელი შეტევის მსხვერპლებზე და ყველა იმ ადამიანზე ვფიქრობთ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას იცავს. ნიუ იორკის მაცხოვრებლები ძლიერები არიან, როგორც არასდროს.

ჰილარი კლინტონი

ნიუ იორკი უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორისტული აქტი. ვფიქრობ დაშავებულებზე, მათ ოჯახებზე და მათზე, ვინც გადარჩა.

ჯარედ ლეტო

ამ ტრაგიკულ და გულისგამტეხ დღეს  ნიუ იორკს სიყვარულს ვუგზავნი.

ჯოშ გრობანი

ო, ღმერთო, ეს ესაა სროლა გავიგე და ჩემს ძაღლთან ერთად გავიქეცი, შოკში ვარ. მე ამ ადგილზე უნდა ვყოფილიყავი და ყავა უნდა დამელია, მაგრამ ჩემმა ძალმა შეტევამდე ათი წუთით ადრე პარკში წამიყვანა.

ზოი სალდანა

გული გამიტყდა. ლოცვას ვუგზავნი ყველა მსხვერპლს.

სემ სმიტი

ნიუ იორკი. ჩემი გული მუდამ შენთან არის. სიახლე მაცარიელებს. ჩემი გული და სული მსხვერპლებთან და მათ საყვარელ ადამიანებთან არის.