რას დაარქმევენ მესამე შვილს პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი

რას დაარქმევენ მესამე შვილს პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი
საინტერესო / მარტი 27, 2018

აპრილის ბოლოს, პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მშობლები მესამედ გახდებიან. ისევე, როგორც პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას დაბადებამდე იყო, ბუკმეკერები ახლაც დებენ ფსონებს იმის შესახებ, თუ რას დაარქმევენ პატარას.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გოგონა იქნება, ყველაზე დასაშვებ სახელებად ალისა, ვიქტორია  და მერი მიიჩნევა, ბიჭს კი ჰერცოგი და ჰერცოგინია სავარაუდოდ, ალბერტს ან არტურს დაარქმევენ.

შეგახსენებთ, რომ პრინცის ვრცელი სახელი გეორგ ალექსანდრ ლუია. პირველი სახელი ელიზაბეტ მეორის მამის საპატივსაცემოდ დაერქვა, ალექსანდრი – ელიზაბეტის მეორე სახელის კაცის ვერსიაა, ხოლო ლუი პრინც ფილიპეს ბიძის სახელია. რაც შეეხება პრინცესას, მას შარლოტა ელიზაბეტ დიანა ჰქვია. შარლოტა – ბაბუის, ჩარლზის ქალის ვერსიაა, მეორე სახელი გოგონამ დიდი ბებიის საპატივსაცემოდ მიიღო, ხოლო მესამე, პრინცესა დიანას ხსოვნის აღმნიშვნელია.