რამდენიმე საშუალება, რომლითაც სმარტფონის ბატარეას “სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ”

რამდენიმე საშუალება, რომლითაც სმარტფონის ბატარეას “სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ”
Hi Tech / ოქტომბერი 10, 2017

სწრაფად დამჯდარი აკუმულატორი – თანამედროვე სმარტფონების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არსებობს რამდენიმე საშუალება თუ როგორ გავუხანგრძლივოთ „სიცოცხლე“ თქვენს გაჯეტს.

პირველ რიგში, თუ ხედავთ, რომ მოწყობილობა ჯდება და მის დატენვას ჯერ ვერ ახერხებთ, ფერადი ფონი შავ-თეთრით ჩაანაცვლეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მკვეთრად გაცხელება და გაციება ბატარეის დაჯდომას უწყობს ხელს, ასე რომ, აკონტროლეთ ტემპერატურა, რომ ძლიერმა სიცხემ ან ყინვამ მასზე ზეგავლენა ვერ მოახდინოს.

გამორთეთ ფუნქცია „ეკრანის ავტომატური შეტრიალება“ და ის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩართეთ, რადგან მას საკმაოდ ბევრი ენერგია მიაქვს.

ჩახურულ პროგრამებს ბატარეის ენერგია მანამ მიაქვს, სანამ მათ არ გამორთავთ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, პერიოდულად ყველა ფანჯარა გამორთოთ.

საკვანძო სიტყვები