რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი „დედპული 2“-ის პრემიერაზე (ფოტო)

რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი „დედპული 2“-ის პრემიერაზე  (ფოტო)
შოუბიზნესი / მაისი 15, 2018

რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მხიარული წყვილია. ისინი მუდმივად გამოხატავენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და ეს ხან სოციალური ქსელში, ხანაც პირად ურთიერთობებში გამოხატება.

ამჯერად წყვილი „დედპული 2“-ის პრემიერაზე გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად, ბლეიკმა, როგორც ყოველთვის, ეფექტური ვიზუალი შეარჩია: მას Brandon Maxwell-ის ღია მხრებიანი კაბა ეცვა, რომელიც მთლიანად შავი იყო. მსახიობმა აქცენტი ალისფერ ბაფთაზე გააკეთა, ხოლო ვიზუალს გრძელი საყურეები დაუმატა.

რაიანი საყვარელ ქალს გვერდიდან არ მოშორებია და ეს გასაკვირი არც ყოფილა. ლაივლი შეუდარებლად გამოიყურებოდა.