რაიან რეინოლდსი ბლეიკ ლაივლის გარდასახვას ირონიულად გამოეხმაურა

რაიან რეინოლდსი ბლეიკ ლაივლის გარდასახვას ირონიულად გამოეხმაურა
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2017

The Rhythm Section-ის გადასაღებ მოედანზე კარგად გამოჩნდა, რომ 30 წლის ბლეიკ ლაივლი გარდასახვის ოსტატია. პაპარაცებმა ლაივლი სრულიად განსხვავებული იერით დააფიქსირეს.

რა თქმა უნდა მეუღლეს, რაიან რეინოლდსს იდეალური მიზეზი მიეცა იმისთვის, რომ საყვარელ მეუღლეზე კიდევ ერთხელ იხუმროს. 41 წლის მსახიობმა ბლეიკის ფოტო გადასაღები მოედნიდან გამოაქვეყნა და მიაწერა: „ფილტრის გარეშე“. ამ ფრაზით რეინოლდსმა არა მხოლოდ მეუღლეზე იხუმრა, არამედ სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებსაც გამოეხმაურა, რომლებიც Instagram-ზე ყალბი სილამაზის დემონსტრირებას ახდენენ, რაც რეტუშირებითა და ფილტრების დადებით მიიღწევა.

საინტერესოა, რომ ბლეიკ ლაივლის ახალ გმირს მძიმე ბედი აქვს: მას ახლობლები ავიაკატასტროფაში დაეღუპებიან, თავად სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი, დიდი ხანია არ უძინია და შურისძიება სურს. სავარაუდოდ ფილმი ეკრანებზე 2019 წლის თებერვალში გამოვა.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები