რაიან გოსლინგი ნანობს, რომ ბალეტზე სიარულს თავი დაანება

რაიან გოსლინგი ნანობს, რომ ბალეტზე სიარულს თავი დაანება
შოუბიზნესი / სექტემბერი 13, 2017

მსახიობი რაიან გოსლინგი ჟურნალის The Red Bulletin გარეკანზე გამოჩნდა, რომელსაც გულახდილი ინტერვიუც მისცა და თაყვანისმცემლები გააოცა. მაგალითად, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მსახიობმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე ბალეტს თავი დაანება.

„ბალეტზე დავდიოდი, მაგრამ შედეგს, რომლითაც კმაყოფილი ვიქნებოდი მაინც ვერ მივაღწიე. ძალიან რთული იყო და საკუთარ თავს ვებრძოდი. მაშინ ვერ ვიგებდი, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა მომავლისთვის და რამდენად დიდი შესაძლებლობები იხსნებოდა წინ“, – განაცხადა „ლა ლა ლენდის“ ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში ეკრანებზე გამოდის ფილმი „სამართელებზე მორბენალი 2049“, სადაც სიტუაცია ორიგინალური ფილმიდან 30 წლის შემდეგ განვითარდება. კომპანიონობას გოსლინგს ჯარედ ლეტო და ჰარისონ ფორიდ უწევენ.