,,რა სურთ ქალებს” გავიგეთ, ახლა კაცების ჯერია – ქსელში ფილმის ,,რა სურთ კაცებს” თრეილერი ვრცელდება

,,რა სურთ ქალებს” გავიგეთ, ახლა კაცების ჯერია – ქსელში ფილმის ,,რა სურთ კაცებს” თრეილერი ვრცელდება
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

ცოტა ხნის წინ, Paramount Pictures-მა ახალი ფილმის ,,რა სურთ კაცებს” თრეილერი გაავრცელა. კინოსურათი, რომელშიც მთავარ როლს ტარაჯი ფი. ჰენსონი ასრულებს, ნენსი მეიერსის 2000 წლის ფენტეზის ,,რა სურთ ქალებს” ანალოგია.

სიუჟეტის მთავარი გმირი, ქალბატონი ალი დეივისია, პროფესიით მამრობითი სქესის სპორტსმენების აგენტი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მამაკაცების ფიქრების მოსმენის უნარი გააჩნია.

ადამ შენკმანის ახალი ნამუშევარი ეკრანებზე 2019 წლის 8 თებერვალს გამოჩნდება.