რა რეაქცია ჰქონდა შარლიზ ტერონს შონ პენისა და ანჯელინა ჯოლის რომანზე

რა რეაქცია ჰქონდა შარლიზ ტერონს შონ პენისა და ანჯელინა ჯოლის რომანზე
შოუბიზნესი / მარტი 7, 2018

შარლიზ ტერონი და ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალები და შესაბამისად, ერთმანეთის კონკურენტები არიან. მიუხედავად განსხვავებული ტიპაჟებისა, პროდიუსერები მათ ერთსა და იმავე როლზე ხშირად მოიაზრებენ, თუმცა საბოლოოდ უპირატესობას მაინც ანჯელინას ანიჭებენ. ამის გამო მათ შორის მუდმივი დაძაბულობაა, თუმცა ახალი მიზეზი, რის გამოც ურთიერთობა ლამაზმანებს შორის კიდევ უფრო დაიძაბა, მამაკაცია.

რამდენიმე დღის წინ, მედიამ დაწერა, რომ ჯოლის რომანი შონ პენთან, ტერონის ყოფილ მეგობარ მამაკაცთან აქვს. შარლიზი ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა. ის თვლის, რომ ჯოლი პენისნაირ მამაკაცს არ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ შარლიზი და შონი ერთად 2015-2016 წლებში იყვნენ. ისინი დაქორწინებასაც კი გეგმავდნენ, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ.