ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი დასვენების დღეა

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი დასვენების დღეა
საინტერესო / ოქტომბერი 12, 2017

სახელმწიფო დასვენების დღეები – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს მეტ-ნაკლებად აერთიანებს. ამა თუ იმ ქვეყანაში მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა რაოდენობის დასვენების დღეა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი უქმეა:

 

ესპანეთი – 14 დასვენების დღე

ესპანელებს ძალიან უყვართ დასვენება. ოფიციალური 14 დღის გარდა აქ სიესტა აქვთ და კვირის ბოლოს ორ უქმე დღესაც თავისუფლები არიან.

 

მალტა – 14 დასვენების დღე

ამ კუნძულ-სახელმწიფოს, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში შედის, იმდენად მდიდარი ისტორია აქვს, რომ წელიწადში 14 დღე მთელი ქვეყანა ისვენებს.

 

ავსტრია – 13 დასვენების დღე

წლის მანძილზე ავსტრიაში 25 სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნება, რომლისგანაც 13 მათგანი ოფიციალურად დასვენების დღეა.

 

ბოლოვია – 12 დასვენების დღე

ცხელი კლიმატისა და მენტალიტეტის გამო ბოლივია ზარმაცებისთვის იდეალური ადგილია – აქ სახელმწიფოს მიერ დაწესებული 12 ოფიციალური დასვენების დღეა.

 

საბერძნეთი – 12 დასვენების დღე

საბერძნეთში 12 სახელწმიფო დღესასწაულია, რომელზეც მოსახლეობა ისვენებს. ნახევარი მათგან რელიგიური ხასიათისაა.

 

შვედეთი – 11 დასვენების დღე

შვედებს უყვართ მუშაობაც და დასვენებაც: ქვეყანაში ზომიერი რაოდენობის უქმე დღეებია, თუმცა განსაკუთრებულად შრომიმოყვარე ადამიანებს დასვენების დღეებშიც შეუძლიათ მუშაობა და დამატებითი ანაზღაურების გამომუშავება.

 

საფრანგეთი – 11 დასვენების დღე

თავის დროზე, დასვენების დღეებისთვის ფრანგებმა ბევრი იბრძოლეს და შედეგად 11 თავისუფალი დღე მოიპოვეს. თითოეული მათგანი მსხვილ დღესასწაულს აღნიშნავს.

 

დიდი ბრიტანეთი – 8 დასვენების დღე

ინგლისელები – ევროპის ყველაზე შრომისმოყვარე ხალხია, რადგან იქ მხოლოდ 8 დასვენების დღეა. მეტიც, იმუშავებს თუ დაისვენებს ამ დღეს თანამშრომელი, მხოლოდ უფროსი წყვეტს.

 

საკვანძო სიტყვები