Queen და ტინა ტერნერი “გრემის” საპატიო ლაურეატები გახდნენ

Queen და ტინა ტერნერი “გრემის” საპატიო ლაურეატები გახდნენ
შოუბიზნესი / იანვარი 10, 2018

ჯგუფი Queen და მომღერალი ტინა ტერნერი პრემია „გრემის“ საპატიო ლაურეატები გახდნენ. მათ გარდა ჯილდოს ასევე ნილ დაიმონდი და ემილოუ ჰარისი მიიღებენ.

ცერემონია და კონცერტი, რომელიც პრიზიორების საპატივსაცემოდ ჩატარდება, 2018 წლის ზაფხულში გაიმართება. სხვა დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება „გრემის“ დაჯილდოების ძირითად ცერემონიას, ის 28 იანვარს ნიუ-იორკში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ღონისძიებას მუსიკალურად ლედი გაგა, პინკი და სხვა  ვარსკვლავები გააფორმებენ.

საკვანძო სიტყვები