Qualcomm დაბალი კლასის მობილურებისთვის იაფ პროცესორებს გამოუშვებს

Qualcomm დაბალი კლასის მობილურებისთვის იაფ პროცესორებს გამოუშვებს
Hi Tech / მარტი 20, 2017

კომპანია Qualcomm მოწინავე პოზიციებს იკავებს პორტატული მოწყობილობების პროცესორების მარკეტში. ამ კომპანიის პოპულარობის მთავარი მიზეზი ის ნდობაა, რომელსაც სხვადასხვა მწარმოებლები Snapdragon-ის პროცესორებს უცხადებენ. Snapdragon-ი პროცესორების კლასია, რომელსაც Qualcomm აწარმოებს.

ცოტა ხნის წინ ვიხილეთ მკვდრეთით აღმდგარი Nokia 3310, ასევე Motorola V3-ს ანონსები. ამ ორი მოდელის მსგავსად, სხვა კომპანიებსაც გაუჩნდათ სურვილი პოპულარული დივაისების ხელმეორე გაცოცხლების. კომპანიამ Qualcomm ამ კლასის მობილურებისთვის იაფი ჩიპსეტი – Snapdragon 205 წარმოადგინა, რომელიც სმარტფონებს სწრაფი მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიით უზრუნველყოფს – საუბარია 4G ქსელზე.

მხოლოდ დასარეკად და ვებ-სერფინგისთვის განკუთვნილი, მკვდრეთით აღმდგარი თუ ახალი გაჯეტები, მინიმალური ფუნქციებით, შეიძლება, 4G მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიით ვიხილოთ.

 

საკვანძო სიტყვები