ქსელთან მიერთების პრობლემას Apple უფასოდ მოგიგვარებთ

ქსელთან მიერთების პრობლემას Apple უფასოდ მოგიგვარებთ
Hi Tech / თებერვალი 5, 2018

iPhone 7-ის მფლობელთა ნაწილი ქსელთან მიერთების დროს სმარტფონის მხრიდან გაუმართაობაზე საუბრობს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად Apple-მა უკვე მიიღო ზომები: ყველა, ვისაც ქსელთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნება, iPhone 7-ის უფასო სარემონტო მომსახურებით ისარგებლებს.

ყველაზე მეტად, რისკ-ჯგუფს А1660-ის, А1780-ისა და А779-ის მოდელები განეკუთვნებიან, ამიტომ თუ თქვენს iPhone 7-ზე აღნიშნული პრობლემა აღმოაჩინეთ, ოფიციალურ სერვის ცენტრს ან მხარდაჭერის სამსახურს მიმართეთ.

საკვანძო სიტყვები