ქსელში Samsung Galaxy S9-ისა და S9+-ის ფოტოები გავრცელდა

ქსელში Samsung Galaxy S9-ისა და S9+-ის ფოტოები გავრცელდა
Hi Tech / იანვარი 29, 2018

პორტალმა Venture Beat სმარტფონების, Samsung Galaxy S9-ისა და S9+-ის ფოტოები გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ S9-ს 5,8 დიუმიანი ეკრანი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, ხოლო S9+-ს 6,2 დიუმიანი ეკრანი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება ექნება.

თითის ანაბეჭდის სენსორი კამერის ქვეშ განთავსდება და არა მის გვერდით, როგორც ეს წინა მოდელს აქვს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები