ქსელში ლუის ფონსის ახალი კლიპის პრემიერა შედგა

ქსელში ლუის ფონსის ახალი კლიპის პრემიერა შედგა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 20, 2018

პუერტო რიკოელი მომღერლისთვის, ლუის ფონსისთვის შეუძლებელი არაფერია.

4 ,,ლათინური გრემის” მფლობელმა შემსრულებელმა სიმღერაზე Imposible კლიპი გამოაქვეყნა. სინგლი, რომლის რელიზი ამ დღეებში შედგა Ozuna-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიახლე 40 წლის ვარსკვლავის ახალ, რიგით მე-9 სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც დღის სინათლეს ოქტომბრის ბოლომდე იხილავს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ფონსი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჰიტის Despacito შემსრულებელია, რომლის ვიდეო 5 მილიარდ ნახვას გადასცდა.

საკვანძო სიტყვები