ქსელში ,,კრიდი 2″-ის ახალი ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

ქსელში ,,კრიდი 2″-ის ახალი ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 27, 2018

,,კრიდი 2″, რომელიც 2015 წელს გამოსული ამავე სახელწოდების პირველი ნაწილის სიქველი და როკი ბალბოას შესახებ გადაღებული ფილმების სერიის სპინოფის ნაწილია, კინოეკრანებზე 21 ნოემბრიდან გამოჩნდება.

View this post on Instagram

Fight for your destiny one round at a time. #Creed2

A post shared by Creed (@creedmovie) on

სპორტული დრამა მაიკლ ბი. ჯორდანის, სილვესტერ სტალონეს, ტესა ტომპსონისა და დოლფ ლუნდგრენის მონაწილეობით, ორი თაობის მოკრივეთა შესახებ მოგვითხრობს.

სიუჟეტის მიხედვით, ახალი მსოფლიო ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ადონის კრიდი, რომელსაც ლეგენდარული როკი ბალბოა წვრთნის, რინგზე ექსბოქსიორ, ივან დრაგოს შვილს, ვიქტორს ხვდება.

სურათის რეჟისორი სტივენ კეიპლ ჯუნიორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი კი სილვესტერ სტალონეა.