ქსელში ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმის თიზერ-თრეილერი გავრცელდა

ქსელში ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმის თიზერ-თრეილერი გავრცელდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 2, 2018

Paramount Pictures-მა ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმის Rocketman პირველი ოფიციალური თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა.

ბიოპიკი, რომელიც ლეგენდარული ვარსკვლავის ცხოვრებისა და მუსიკალური კარიერის შესახებ მოგვითხრობს, დიდ ეკრანებზე 2019 წლის 31 მაისიდან გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად 71 წლის მუსიკოსია, რომელსაც კინოსურათში ტერონ ეგერტონი განასახიერებს.