ქსელში ,,აქუამენის” პერსონაჟების ახალი პოსტერები გავრცელდა (ფოტო)

ქსელში ,,აქუამენის” პერსონაჟების ახალი პოსტერები გავრცელდა (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 8, 2018

DC-ის კომიქსების მორიგი ეკრანიზაციის, ,,აქუამენის” გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფილმის გადაღებები დასრულდა, ამ დღეებში კი ქსელში კინოსურათის პერსონაჟების ახალი პოსტერები გამოქვეყნდა.

პოსტერებზე აქუამენი, მერა, ნუიდის ვულკო, ორმი, მეფე ნერიუსი, შავი მანტა და დედოფალი ატლანა არიან აღბეჭდილი, რომლებსაც ისეთი ვარსკვლავები განასახიერებენ, როგორებიცაა: ჯეისონ მომოა, ემბერ ჰერდი, უილემ დეფო, პატრიკ უილსონი, დოლფ ლუნდგრენი, იაჰია აბდულ-მატინ II და ნიკოლ კიდმანი.

Warner Bros.-ის განცხადებით, ,,აქუამენი” წინამორბედი DC-ის ეკრანიზაციებისგან განსხვავებული სტილისა და ატმოსფეროს მქონე ადაპტაცია იქნება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორი ჯეიმს ვანია, რომლის ხელმძღვანელობით ფილმები ,,ხერხი” და ,,წყევლა” გადაიღეს.

კინოსურათის პრემიერა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 დეკემბერს შედგება.

საკვანძო სიტყვები