,,შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება 2” – ქსელში ანიმაციის თრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

,,შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება 2” – ქსელში ანიმაციის თრეილერი გავრცელდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 8, 2018

Illumination-მა 2016 წლის ანიმაციის ,,შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება” მეორე ნაწილი გადაიღო.

საინტერესოა, რომ მულტფილმის მთავარი პერსონაჟი, მაქსი ლუის სი ქეის ნაცვლად პეტონ ოსვალტმა გაახმოვანა. ცვლილების მიზეზად კომპანიამ სექსუალური სკანდალი დაასახელა, რომელშიც სი ქეი გასული წლის ნოემბერში გაეხვა.

კიდევ ერთი სიახლე, რაც სურათის შემქმნელებმა შემოგვთავაზეს, ისეთი ახალი სახეების ხმებია, როგორებიც: ტიფანი ჰადიში, ნიკ კროლი, ჰარისონ ფორდი და პიტ ჰოლმსი არიან.

მულტიპლიკაცია, რომლის რეჟისორი კვლავ კრის რენოდია, ეკრანებზე 2019 წლის 7 ივნისს გამოვა.

საკვანძო სიტყვები