ქეთა თოფურიამ მეუღლესთან დაშორების ფაქტი დაადასტურა

ქეთა თოფურიამ მეუღლესთან დაშორების ფაქტი დაადასტურა
შოუბიზნესი / სექტემბერი 7, 2017

ქეთა თოფურიასა და მისი მეუღლის, ლევ გეიხმანის დაშორების შესახებ ხმები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დადიოდა. მიზეზად მანძილი დასახელდა, რადგან მათ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება უწევთ (გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს, ხოლო ქეთა რუსეთში მოღვაწეობს).  კარიერის დათმობა არცერთს არ მოუნდა, შესაბამისად მათ დაშორება არჩიეს.

ამ ამბავზე კომენტარს დიდი ხნის განმავლობაში არცერთი მხარე არ აკეთებდა, მაგრამ ქეთამ ქმართან ერთად ფოტოების დადება სოციალურ ქსელში შეწყვიტა, გეიხმანი კი ამ სფეროდან საერთოდ გაქრა.

ცოტა ხნის წინ კი, ქეთამ თავად დაადასტურა დაშორება, როდესაც „ინსტაგრამზე“ პოსტი გააზიარა: „მადლობა ბედნიერებისთვის, სახელად ოლივია! მე შენ ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ერთად აღარ ვართ. ჩვენ ოჯახი ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ და ეს სამუდამოდ ასე იქნება. ძალიან მიყვარხარ“.

საკვანძო სიტყვები