ქართველი დიზაინერის ქმნილებით პრესტიჟული ამერიკული გამოცემა დაინტერესდა

ქართველი დიზაინერის ქმნილებით პრესტიჟული ამერიკული გამოცემა დაინტერესდა
საინტერესო / სექტემბერი 12, 2016

ქართული დიზაინერული კომპანიის XYZ Integrated Architecture ქმნილებამ პრესტიჟული ამერიკული გამოცემის, Maru-ს ყურადღება მიიპყრო, რომელიც ინტერიერის, სახლებისა და სტილის შესახებ წერს.

სიახლე Zero Chair-ის სახელით არის ცნობილი და ის გრავიტაციის თავისებურ გამოწვევად უკვე შეფასდა.

14317523_905442802933003_8685065135683523778_n

კომპანია XYZ Integrated Architecture 2005 წელს, არქიტექტორ ლევან ლომინაშვილის მიერ დაარსდა. ყველა ნაკეთობა თავისებური სტილით გამოირჩევა, რომელიც სტილსა და დეკორს ეძღვნება.  იგი აწარმოებს თანამედროვე ჭკვიან ავეჯს, საიუველირო მორთულობებსა და ხის, მეტალის, მინისა და ტყავის აქსესუარებს. მისი გამორჩეულობა – დიაგონალური დახრილობა და არათანაბარი სტილია, რომელიც მთლიანობაში გეომეტრიულ კონსტრუქციას ქმნის.

10710573_551000711710549_8423513141464565012_n

საკვანძო სიტყვები