ქარდი ბიმ American Music Awards-ის სცენაზე გაიბრწყინა

ქარდი ბიმ American Music Awards-ის სცენაზე გაიბრწყინა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 10, 2018

ქარდი ბიმ, რომელიც American  Music Awards-ის 8 ნომინაციით საღამოს ფავორიტად ითვლებოდა, სახლში მხოლოდ 3 ჯილდო წაიღო.

25 წლის რეპერი ამერიკელების ,,საყვარელ რეპ/ჰიპ-ჰოპ ქალ შემსრულებელად” დასახელდა. ეპატაჟურმა ქარდიმ ასევე, ,,საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ სიმღერისა” და ,,საყვარელი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერის” ნომინაციებში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მან ბრუნო მარსთან გაიყო.

საღამოზე ამერიკელი ვარსკვლავი მეუღლესთან, ოფსეტთან ერთად მივიდა. ჰიპ-ჰოპ ტრიო, Migos, რომლის წევრი Offset-ია, დაჯილდოებაზე ,,საყვარელ პოპ/როკ ჯგუფად” ცნეს.

 

View this post on Instagram

 

WINNERS @offsetyrn

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

წითელ ხალიჩაზე ქარდი თავს Dolce & Gabbana-ს ,,ყვავილების თაიგულით” იწონებდა. სიმღერის I Like It შესრულებისას ის სცენაზე ასევე იტალიური მოდის სახლის კოსტიუმით გამოვიდა.

საკვანძო სიტყვები