ქარდი ბი მორიგ სკანდალში ეხვევა – რეპერი დაკითხვაზე მივიდა

ქარდი ბი მორიგ სკანდალში ეხვევა – რეპერი დაკითხვაზე მივიდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 2, 2018

ამერიკელი რეპერი, ქარდი ბი მორიგ სკანდალში გაეხვა.

25 წლის ვარსკვლავს სტრიპტიზ კლუბის თანამშრომლები ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ინციდენტის დროს მუსიკოსი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ახალგაზრდა რეპერი კლუბში ღამის 3 საათზე, მეგობრებთან ერთად მივიდა და იქაურობა შტურმით აიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ერთ-ერთი გოგონა, ქარდის მეუღლესთან სექსის გამო სცემეს.

დაკითხვიდან გამოსულ ქარდი ბის მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და ტერიტორია ღიმილით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ქარდი ბიმ ნიკი მინაჟს ფეხსაცმელი ესროლა.

 

 

 

საკვანძო სიტყვები