ქარდი ბი 26 წლის გახდა – მეუღლის ძვირფასი საჩუქარი რეპერს

ქარდი ბი 26 წლის გახდა – მეუღლის ძვირფასი საჩუქარი რეპერს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 15, 2018

ეპატაჟურ რეპერს, ქარდი ბის 11 ოქტომბერს 26 წელი შეუსრულდა.  სადღესასწაულო საღამო ახალგაზრდა ვარსკვლავს მეუღლემ მოუწყო.

ვიდეოში, რომელსაც ,,ბარდი” ,,ინსტაგრამზე” ავრცელებს, ჩანს, რომ ოფსეტთან ერთად თითქოს სავახშმოდ მიმავალ რეპერს მოულოდნელი სიურპრიზი ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ,,რომანტიკული საღამოსთვის” ქარდი განსაკუთრებულად მოემზადა. მის სხეულს მთლიანად ,,მოსკინო” ფარავდა.

დღეობას არ ჩაუვლია საჩუქრების გარეშე, თუმცა გამორჩეული ქარდისთვის მეუღლის საჩუქარი აღმოჩნდა. ოფსეტმა სპეციალურად მეუღლისთვის ვერცხლისფრად მოელვარე ბრილიანტის ყელსაბამი და სამაჯური დაამზადებინა, რომელთაც ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილის სახელი ამშვენებს.

საღამოზე თავი ისეთმა სელებრითებმა მოიყარეს, როგორებიც კორტნი კარდაშიანი, Tyga, ჯერემი სკოტი და G-Eazy არიან.