პრინცმა უილიამმა შემთხვევით მესამე შვილის სქესი გაამხილა

პრინცმა უილიამმა შემთხვევით მესამე შვილის სქესი გაამხილა
საინტერესო /შოუბიზნესი / აპრილი 13, 2018

სანამ მთელი მსოფლიო იმაზე მსჯელობს, ვინ დაიბადება ბრიტანეთის სამეფო ოჯახში და პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის მესამე შვილის სქესზე ფსონებსაც კი დებენ, ბედნიერმა მამამ შემთხვევით გაამხილა, თუ ვის ე ელოდებიან ის და მისი მეუღლე.

ამ დღეებში უილიამი ბირმინგემში გამართულ Sky Bet Championship-ს ესწრებოდა, სადაც აღნიშნული საიდუმლო გაამხილა. როდესაც პრინცი თაყვანისმცემლებს ესაუბრებოდა, მას ჰკითხეს, რისი დარქმევა სურდა მესამე შვილისთვის, რაზეც ჰერცოგმა უპასუხა: „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვს ჯეკ დაარქვან“, ამის შემდეგ რამდენიმე წამით ის გაჩუმდა და დაამატა: „ან ჯეკი“.

დასავლურმა მედიამ მომენტალურად დაწერა, რომ ის და მიდლტონი ვაჟიშვილს ელოდებოდნენ.

ამ მომენტისთვის ლონდონში უკვე გადაკეტილია წმინდა მარიას სახელობის საავადმყოფო, სადაც ჰერცოგინია იმშობიარებს. სამეფო ოჯახის წევრებისგან ბავშვის სქესზე ჯერ არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

საკვანძო სიტყვები