პრინცმა ჰარიმ ხელისმომკიდე აარჩია

პრინცმა ჰარიმ ხელისმომკიდე აარჩია
საინტერესო /შოუბიზნესი / აპრილი 27, 2018

კენსინგტონის სასახლის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ აირჩია პრინცმა ჰარიმ საკუთარ ქორწილში ხელისმომკიდედ.

„პრინცმა ჰარიმ თავის ძმას, კემბრიჯის ჰერცოგს სთხოვა, რომ მისი და მეგან მარკლი ქორწილში ხელისმომკიდე იყოს“ – ნათქვამია განცხადებაში. თავის დროზე, უილიამის ქორწილში ხელისმომკიდე სწორედ ჰარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება.

საკვანძო სიტყვები