პრინცმა ჰარიმ და ელტონ ჯონმა შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი პროექტი დააანონსეს

პრინცმა ჰარიმ და ელტონ ჯონმა შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი პროექტი დააანონსეს
საინტერესო / ივლისი 25, 2018

ამსტერდამში შიდსის 22-ე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ელტონ ჯონი და პრინცი ჰარი მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში მათ ახალი პროექტის MenStar Coalition შესახებ ისაუბრეს.

კოალიცია მოუწოდებს 24-35 ასაკის მამაკაცებს, რეგულარულად ჩაიტარონ შიდსის ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი ჩაიტარონ.

„თუკი გვსურს, ეს დაავადება დავამარცხოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მასთან საბრძოლველად. დადგა დრო, შევქმნათ გლობალური კოალიცია, რომელიც მამაკაცებს არამარტო თავდაცვას, არამედ საკუთარი მამების, შვილებისა და მეუღლეებისა და მეგობარი გოგოების დაცვასაც ასწავლის“, – განაცხადა ჯონმა.

სასექსის ჰერცოგმა დაამატა, რომ MenStar Coalition-ის ინიციატივა რთულ სამუშაოზეა დაფუძნებული, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

პროექტის რეალიზაციაში 1,2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მისი ამოქმედება კი მომავალ წელს აფრიკიდან დაიწყება.

საკვანძო სიტყვები