პრინც ლუის ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა

პრინც ლუის ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა
საინტერესო / ივლისი 16, 2018

პრინცი ლუის ნათლობიდან დაახლოებით ერთი კვირა გავიდა და ამ დღეებში კენსინგტონის სასახლემ ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მეტ ჰოლიოკი იყო.

ოფიციალური პორტრეტების გარდა, ფოტოგრაფმა კემბრიჯის ჰერცოგინიას სამი თვის ვაჟთან ერთად ცალკე ფოტოც გადაუღო. მიუხედავად იმისა, რომ კადრი ტრადიციული სამეფო პორტრეტებისგან განსხვავდება, კენსინგტონმა ისინი მაინც გამოაქვეყნა.