პრინც ჯორჯს სკოლაში სიარული მოსწყინდა

პრინც ჯორჯს სკოლაში სიარული მოსწყინდა
საინტერესო /შოუბიზნესი / სექტემბერი 27, 2017

ბრიტანეთის პრინც ჯორჯს, რომელიც სკოლაში რამდენიმე კვირის წინ პირველად წავიდა, ეს პროცესი უკვე მოსწყინდა. ამის შესახებ პრინცმა უილიამმა ბედფორდშირის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა:

„მე ის სკოლამდე მივიყვანე, მაგრამ მას არ უნდოდა შენობაში შესვლა“, – ღიმილით განაცხადა უილიამმა.

სანამ კეიტ მიდლტონი ტოქსიკოზს ებრძვის, ჯორჯი სკოლამდე ყოველ დღე მამას დაჰყავს. უკანასკნელი ცნობით, ჰერცოგინია თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ოფიციალური მობალეობების შესრულებას ის უახლოეს მომავალში განაგრძობს.