პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ ფილმის პირველი კადრები გავრცელდა (ფოტო)

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ ფილმის პირველი კადრები გავრცელდა (ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 15, 2018

ქსელში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, პრინც ჰარისა და მისი მომავალი მეუღლის, მეგან მარკლის ურთიერთობის შესახებ ფილმის პირველი კადრები გავრცელდა. თაყვანისცმლებს უკვე შეუძლიათ მსახიობებისა და მათი რეალური პროტოტიპების შედარება.

პროექტს „ჰარი და მეგანი: სამეფო სიყვარულის ისტორია“ ჰქვია და ის პრინცისა და მსახიობის გაცნობასა და მათი სიყვარულის განვითარებას შეეხება. გადაღებები ვანკუვერსა და ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. ფილმის ჩვენება კი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდება. შეგახსენებთ, რომ გრანდიოზული ცერემონია 19 მაისს არის დაგეგმილი.

რაც შეეხებათ მთავარ პერსონაჟებს, მიურეი ფრეიზერი და პარისა ფიტც-ჰენლი, ჰარისა და მეგანს უჩვეულოდ ჰგვანან.