პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილისთვის ელტონ ჯონმა კონცერტები გადადო

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილისთვის ელტონ ჯონმა კონცერტები გადადო
შოუბიზნესი / თებერვალი 8, 2018

მუსიკოსმა ელტონ ჯონმა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის გამო, ორი დაგეგმილი კონცერტი გადადო.

ცერემონია 19 მაისს გაიმართება, ხოლო მასზე მოსახვედრად მუსიკოსმა 18 და 19 მაისს გასამართ კონცერტებზე უარი თქვა.

ელტონ ჯონი – პრინცესა დიანას ახლო მეგობარი იყო, შესაბამისად ის მის შვილებთანაც მეგობრობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვარსკვლავი კონცერტზე იმღერებს თუ უბრალოდ სტუმარი იქნება.