პრინც ჰარის ბიძაშვილი ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება

პრინც ჰარის ბიძაშვილი ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება
საინტერესო / მაისი 23, 2018

ქალების ყველაზე სასურველი მამაკაცი, პრინცი ჰარი უკვე დაქორწინდა, თუმცა მის თაყვანისმცემლებს უკვე ჰყავთ ინტერესის ახალი ობიექტი.

ქსელში აქტიურად განიხილავენ ჰარისა და უილიამის ახალგაზრდა ბიძაშვილს – ლუი ფრედერიკ ჯონ სპენსერს. ის ბრიტანეთის ოჯახის წევრი არ არის, თუმცა არის არისტოკრატი – გრაფ ჩარლზ სპენსერის ვაჟიშვილი, პრინცესა დიანას უმცროსი ძმის შვილი.

ლუი სპენსერს არ აქვს სოციალური ქსელი და შეძლებისდაგვარად დახურული ცხოვრების წესით ცხოვრობს, თუმცა, სამყარომ ის მაინც გაიცნო და ეს პრინც ჰარის ქორწილამდე გაცილებით ადრე მოხდა: 2015 წელს ნიკი მინაჟმა მასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და თაყვანისმცემლების პირველი ნაკადიც სწორედ ამის მერე გაჩნდა.

გასულ უქმეებზე ქორწილის შემდეგ კი, ინტერნეტი ფაქტობრივად, აფეთქდა მისი ფოტოებით.

საკვანძო სიტყვები