პრეზენტაციის დროს ახალ iPhone X-ზე სახის ამომცნობმა ფუნქციამ არ იმუშავა

პრეზენტაციის დროს ახალ iPhone X-ზე სახის ამომცნობმა ფუნქციამ არ იმუშავა
Hi Tech / სექტემბერი 13, 2017

iPhone X-ის პრეზენტაციის დროს, მოწყობილობის სახის ამომცნობმა ფუნქციამ Face ID ვერ იმუშავა.

სმარტფონი სამყაროს კომპანია Apple-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კრეიგ ფედერინმა წარუდგინა. როდესაც ის ახალი ფუნქციის დემონსტრირებას შეეცადა, ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: „Face ID-ის განბლოკვისთვის შეიყვანეთ ციფრების პაროლი“.

კიდევ ერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ კი,  ფედერინის სახე მოწყობილობამ „იცნო“ და ის განიბლოკა.

საკვანძო სიტყვები