პოლ უოკერის ქალიშვილმა და “პორშემ” შეთანხმებას მიაღწიეს

პოლ უოკერის ქალიშვილმა და “პორშემ” შეთანხმებას მიაღწიეს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 26, 2017

მამის გარდაცვალების შემდეგ, პოლ უოკერის ქალიშვილმა „პორშეს“ უჩივლა. სწორედ ამ ბრენდის მანქანაში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი. ვარსკვლავის დაღუპვიდან თითქმის 4 წელი გავიდა და ავტოკონცერნსა და უოკერის ქალიშვილს შორის დავა მხოლოდ ახლა დასრულდა. რაზე შეთანხმდნენ მხარეები, არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ პოლ უოკერი 2013 წელს ავტოკატასროფის შედეგად გარდაიცვალა. მსახიობი და მისი მეგობარი Porsche Carrera GT-ში ისხდნენ, როდესაც მოულოდნელად მანქანა ხეს შეეჯახა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

2015 წელს, მიდოუ უოკერმა „პორშეს“ წინააღმდე საქმე აღძრა, სადაც ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების ქამარი გამართული რომ ყოფილიყო, მამამისის გადარჩებოდა. ამბობდნენ, რომ მარკის წარმომადგენლებმა ამ პრობლემის შესახებ იცოდნენ და მას აფიშირებას არ უკეთებდნენ.

საკვანძო სიტყვები