პოლ უოკერის ხსოვნას დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა

პოლ უოკერის ხსოვნას დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა
შოუბიზნესი / ივლისი 31, 2018

სტუდიამ Paramount Network ოფიციალურად გამოუშვა დოკუმენტური ფილმის „მე – პოლ უოკერი“ ტრეილერი. პროექტი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული მსახიობის ხსოვნას მიეძღვნა, დეტალურად მოუთხრობს მაყურებელს მის პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაზე.

სერფინგით და ავტორბოლებით, საზღვაო ბიოლოგიითა და ზვიგენების შესწავლით გატაცებულმა უოკერმა კინოში გადაღება ადრეულ ბავშვობაში დაიწყო, კრიმინალური ბოევიკი „ფორსაჟი“ კი, მის კარიერაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ფილმში, რომლის პრემიერა 11 აგვისტოს შედგება, უოკერის კოლეგების,  მეგობრების და ნათესავების ექსკლუზიურ ინტერვიუებთან ერთად უამრავი საინტერესო კადრი მოხვდა პირადი არქივებიდან.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები