„ვალდებული ვიყავი, მისთვის მეთქვა, ემი, შენ შეუდარებელი ხარ” – პოლ მაკკარტნიმ ემი უაინჰაუსი გაიხსენა

„ვალდებული ვიყავი, მისთვის მეთქვა, ემი, შენ შეუდარებელი ხარ” – პოლ მაკკარტნიმ ემი უაინჰაუსი გაიხსენა
შოუბიზნესი / სექტემბერი 24, 2018

პოლ მაკკარტნიმ GQ-სთან ინტერვიუში ემი უაინჰაუსის შესახებ ისაუბრა.

ლეგენდარული მუსიკოსის თქმით, ის ემის 2008 წელს, ლივერპულში, MTV Europe Music Awards-ზე შეხვდა.

გამოცემასთან საუბრისას, მაკკარტნიმ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მან ახალგაზრდა ვარსკვლავის დახმარება ვერ შეძლო.

,,ვიცოდი, რომ მას პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მე მხოლოდ მივესალმე. ვალდებული ვიყავი, მისთვის მეთქვა, ემი, შენ შეუდარებელი ხარ… მეთქვა ის, რაც მას პრობლემებთან, თუნდაც მცირედით გამკლავებაში დაეხმარებოდა“ – აღნიშნა 76 წლის მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ ემი უაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. 14 სექტემბერს ის 35 წლის გახდებოდა.