პიტი, დიკაპრიო, ალ პაჩინო – უახლესი ფოტოები ტარანტინოს ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან

პიტი, დიკაპრიო, ალ პაჩინო – უახლესი ფოტოები ტარანტინოს ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან
შოუბიზნესი / ივლისი 24, 2018

კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე პროექტია. მიზეზი კი ის ა კლასის ვარსკვლავები არიან, რომლითაც ის არის დაკომპლექტებული: ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, ალ პაჩინო, მარგო რობი, დაკოტა ფანინგი და სხვა მსახიობები ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ 78 წლის ალ პაჩინოსთვის და ცნობილი რეჟისორისთვის ეს პირველი ერთობლივი ტანდემია.

ფილმი დიდ ეკრანებზე 2019 წელს გამოვა.