პირველი კადრი „ჯონ უიკი 3“-დან ჰოლი ბერის მონაწილეობით (ფოტო)

პირველი კადრი „ჯონ უიკი 3“-დან ჰოლი ბერის მონაწილეობით (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 5, 2018

„ჯონ უიკი 3“-ის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დღეებში პროექტის შემქმნელებმა ჰოლი ბერის მონაწილეობით პირველი ოფიციალური კადრი გამოაქვეყნეს. მსახიობი სასტუმრო „კონტინენტალთან“ ორი უზარმაზარი ძაღლის გარემოცვაშია დაფიქსირებული, რაც მისი პერსონაჟის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას იძლევა.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ბერის როლი ფილმში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

სიუჟეტი კი კვლავ დაქირავებული მკვლელის, ჯონ უიკის (კიანუ რივზი) გარშემო განვითარდება, რომელიც თავისი ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ წესს დაარღვევს – არ ჩაიდინოს მკვლელობა სასტუმროს ტერიტორიაზე. ის გაქცეულია და მის თავში 14 მილიონი დოლარია დაწესებული.

ფილმის პრემიერა 2019 წლის 16 მაისს შედგება.

საკვანძო სიტყვები