პერსონალური კომპიუტერი სმარტფონის ზომით (ვიდეო)

პერსონალური კომპიუტერი სმარტფონის ზომით (ვიდეო)
Hi Tech / მაისი 14, 2018

სერვისზე Indiegogo ცოტა ხნის წინ სტარტაპი Mi PC გამოჩნდა. ის გვთავაზობს სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერის შექმნას, თუმცა მოწყობილობა მხოლოდ სმარტფონის ზომის იქნება.

სიახლეზე შესაძლებელი იქნება Windows 10.-ის ან Android 5.1.-ის დაყენება, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. იდეის ავტორების თქმით, შესაძლებელი იქნება მისი ჯიბით ტარება, ასევე სხვადასხვა დამატებით მოწყობილობებთან მიერთება.

აკუმულატორის ავტონომიური მუშაობა 6 საათს გრძელდება, ამასთან, ის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიასაც ერგება.

საკვანძო სიტყვები