People’s Choice Awards-ის გამართვის თარიღი და ნომინანტები ცნობილია

People’s Choice Awards-ის გამართვის თარიღი და ნომინანტები ცნობილია
შოუბიზნესი / ოქტომბერი 2, 2018

People’s Choice Awards, რომელზეც ყოველწლიურად შოუბიზნესის წარმომადგენლებს 4 სხვადასხვა კატეგორიაში აჯილდოებენ, 11 ნოემბერს, კალიფორნიაში გაიმართება.

44-ე დაჯილდოების ცერემონიალს პირდაპირ ეთერში E! გადასცემს.

სწორედ ამ დღეს ხალხი კინოს, ტელევიზიის, მუსიკისა და პოპულარული კულტურის ყველაზე წარმატებულ აქტივობებს დაასახელებს.

ნომინანტთა ვინაობა უკვე ცნობილია.

კინოს კატეგორიას 7 ნომინაციით ,,შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი” ლიდერობს, სატელევიზიო პროგრამებს შორის კი ყველაზე მეტი 8 ნომინაცია აქვს ამერიკულ პოსტ-აპოკალიფსურ საშინელებათა ჟანრის სერიალს ,,მოსიარულე მკვდრები”.

მუსიკალური კატეგორიის ლიდერი წელს დრეიკია, რომელსაც 7 ნომინაცია მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემა დღის განმავლობაში ორჯერ, საქართველოდანაც შესაძლებელია.