პენელოპა კრუსი ვუდი ალენის საქმის გამოძიების განახლებას ითხოვს

პენელოპა კრუსი ვუდი ალენის საქმის გამოძიების განახლებას ითხოვს
შოუბიზნესი / ივნისი 12, 2018

თავისი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი „ოსკარი“ პენელოპა კრუსმა ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ შესრულებული როლისთვის მიიღო, რომლის რეჟისორიც ვუდი ალენია. თუმცა როგორც ჩანს, სამართლიანობა კრუსისთვის უმთავრესია – მსახიობი მკაცრად მოითხოვს, კვლავ განიხილონ ვუდი ალენის საქმე.

Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში პენელოპა აღნიშნავს, რომ გაურკვევლობაში ყოფნა მას ყველაზე მეტად არ სიამოვნებს. ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ალენის ფილმებში ის მომავალში, კრუსმა უპასუხა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მანამდე ვერ მიიღებს, სანამ აღნიშნულ საქმეზე მას მეტი ინფორმაცია არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული რეჟისორი საკუთარი გერის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები