პენელოპა კრუსი Chanel-ის ახალი სახე გახდა

პენელოპა კრუსი Chanel-ის ახალი სახე გახდა
შოუბიზნესი / ივლისი 5, 2018

ფრანგულმა მოდის სახლმა Chanel-მა ახალი სახე აირჩია და ეს ესპანელი ვარსკვლავი, პენელოპა კრუსი გახდა. მსახიობი 2018/19 წლების უახლესი საკრუიზო კოლექციის სახე გახდება, რომელსაც როგორც წესი, თავად კარლ ლაგერფილდი იღებს.

კრუსს ცნობილ ბრენდთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. პირველად Chanel-ის შოუს ის 1999 წელს დაესწრო, მას შემდეგ, ცნობილი ღონისძიებების წითელ ხალიჩაზე ის თავს სწორედ აღნიშნული მარკის სამოსში იწონებს.

საკვანძო სიტყვები