„პატარა მის სამყარო“ ქართველი გოგონა გახდა

„პატარა მის სამყარო“ ქართველი გოგონა გახდა
საინტერესო / მარტი 20, 2017

ბულგარეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „პატარა მის სამყარო“ გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც 6 წლის ქართველი მარიან ბერძენიშვილი გახდა.

„პატარა მის და მისტერ სამყარო“ უკვე მეათედ გაიმართა და მასში 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველო მასში მეხუთედ მონაწილეობდა.

„კიდევ ერთხელ ვასახელეთ საქართველო! პატარა მის სამყარო 2017 – მარიამ ბერძენიშვილი გახდა“ – დაწერა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ პრიზის გარეშე არც სააგენტოს დირექტორი დარჩენილა და მან „საუკეთესო ნაციონალური დირექტორის“ წონება მოიპოვა.