პარიზში „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერის“ პრემიერა გაიმართა

პარიზში „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერის“ პრემიერა გაიმართა
შოუბიზნესი / თებერვალი 7, 2018

პარიზში ფილმის „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ დახურული პრემიერა გაიმართა. მთავარი როლის შემსრულებლები, დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი საფრანგეთის დედაქალაქში პირადად ჩაფრინდნენ, რათა მაყურებლისთვის ახალი ფილმი წარედგინა.

კრისტიან გრეისა და ანასტეიშა სტილის როლის შემსრულებლები ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების წინაშე ერთად გამოჩნდნენ. ისინი სიამოვნებით პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე და კითხვეს პასუხობდნენ.

დაკოტას გრძელი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც თაყვანისმცემლებმა საქორწინო კაბას შეადარეს. როგორც ჩანს, დამთხვევა შემთხვევითი არ ყოფილა. ფილმის აღნიშნულ ეპიზოდში მთავარი გმირების ქორწილია ნაჩვენები.